воскресенье, 17 мая 2009 г.

მცენარეები

ქალბატონ ლიანას ეზოში 150-მდე ხარობს. გთავაზობთ მოკლე განმარტებით ჩამონათვალს მცენარეებისა:
ასფურცელა



მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, დატოტვილი ფესვებით, დატოტვილი ფესვებით და ღეროთი. მუქი მწვანე ფოთლები აქვს, ძლიერი სუნით. ყვავილები ყვითელი ფერის, ყვავილობს აგვისტოში.
გამოიყენება ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა იყენებენ პარაზიტული ჭიების წინააღმდეგ.
ბაყაყურა

ორწლიანი მცენარე მაღალი ღეროთი, ფოთლები დამახასიათებელი, მუქი მდელოსფერი.
სამკურნალოა ნაყოფი თესლურია.
გამოიყენება ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.

საპოვნელა



შავბალახა


მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, ფოთლები მუქი მწვანე ფერის, ყვავილები წვრილი, ღია ვარდისფერი, ყვავილობს ივნისში.
ძალიან სასარგებლოა გულის დაავადების დროს, ნევროზისა ჰიპერტონიის სამკურნალოდ
გამოიყენება ნაყენიც და ნახარშიც.
კულმუხო

მრავალწლიანი, მაღალი ბალახოვანი მცენარე. ღერო ერთი ან რამოდენიმე, ყვავილები ოქროს ფერი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. შემოდგომაზე აგროვებენ ფესვებს, რომლებიც შეიცავენ ეთერზეთებს, ინსულინს და ბევრ სასრგებლო ნივთიერებას. გამოიყენება ნახარში ხველების სამკურნალოდ. გარდა ამისა შველის კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულს, აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ხეჭრელი


ბუჩქი ან პატარა ხე. ფითლები მორიგეობითი, ყვავილები წვრილი, მომწვანო-თეთრი, ნაყოფი – კრკიანი, ყვავილობს მაისში-ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
გამოიყენება ქერქის ნახარში კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ.
კუნელი


მაღალი ბუჩქოვანი მცენარე, თეთრი ყვავილებით, ყვავილობს მასში-ივნისში, ნაყოფს იძლევააგვისტოში.მედიცინაშღი გამოიყენება ნაყოფის თხევადი ექსტრატი, როგორც დამამშვიდებელი საშუალება. არსებობს კუნელის ორი სახე; წითელი და შავი.
ცხენის წაბლა

ხე, სიმაღლით 30მ, მურა ფერის ქერქით და ფართე ფოთლებით. ყვავილები სურნელოვანი, სიმეტრიული, მოთეთრო-მოვარდისფრო ფერის. ნაყოფი- მრგვალი კოლოფი, ყვავილობს მაისში-ივნისში.
უფრო ხშირად გამოიყენება ქერქი, რომლის ნახარშს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილდამაყუჩებელი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტი. გარდა ამისა ქერქის ნახარში გამოიყენება ბრონქიტის, გასტრიტის, კოლიტის სამკურნალოდ.
ძირტკბილა

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, ძალიან ძლიერი, გრძელი ფესვებით. ფოთლები რთული,მორიგეობითი, ნაყოფი-პარკი. ძირტკბილა გამოიყენება ამოსახველებელი საშუალების სახით, კანის დაავადებების სამკურნალოდ.
სვია

ბალახოვანი მცენარე, წვრილი ყვავილებით, მოყვითალო-მომწვანო ფერის ნაყოფს აგროვებენ აგვისტო-სექტემბერში. გამოიყენება როგორც შარდმდენი და გასტრიტების სამკურნალოდ.
ბაბუაწვერა

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, მსხვილი ფესვებით, ყვითელი ყვავილებით. ყვავილობს მაისში. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ფესვები, ფოთლები. მცენარეს აქვს ნაღველმდენი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი ეფექტი. ბაბუაწვერას ნაყენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მადას და ნივთიერებათა ცვლას.
თავშავა

მრავალწლიანი მცენარეა, ყოველ წელს იძლევა რამოდენიმე ღეროს. აქვს მოწითალო ფერის სურნელოვანი ყვავილები. ყვავილობს ივლისში-სექტემბერში. სამკურნალოა ფოთლები და ყვავილები. გამოიყენება ხველების სამკურნალოდ, კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევების დროს.
მელისა

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. ღერო სწორი, ფოთლები კვერცხის ფორმის, ყვავილები წვრილი, იისფერი ან თეთრი. ნაყოფი კაკლურია, ყვავილობს ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. მცენარეს აქვს სასიამოვნო სურნელი. ფოთლების ნახარში გამოიყენება დაბალი ჰემოგლობინის დროს, კუჭ- ნაწლავის მუშაობის დარღვევის სამკურნალოდ. ნაყენს ხმარობენ ტახიკარდიის, თავბრუსხევის, პოდაგრის სამკურნალოდ.
ქრისტესისხლა

მრავალწლიანი მცენარე, მსხვილი ფესვით, გარედან წითელი, შიგნით კი ყვითელი. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. ნაყენს ნაღველმდენი ეფექტი აქვს, გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ.
პიტნა

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, სურნელოვანი, ვარდისფერი ყვავილებით, ყვავილობს ზაფხულში და შემოდგომაზე.
ფოთლების ნაყენი გამოიყენება მადის, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, დიზენტერიის, გასტრისტის დროს.
ნემსიწვერა
მარავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. გამოიყენება დიზენტერიის, რევმატიზმის დროს.